საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კლინიკებზე რეგისტრაცია


იწყება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის კლინიკის გავლის
მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება - წინასწარი რეგისტრაცია.

შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:

II მოდულის კლინიკები:

პრაქტიკული სამართლის კლინიკა (15კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. კლინიკის არჩევა შეუძლია ნებისმიერ მაგისტრანტს);

იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (15კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);

სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კლინიკა (15კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის).

III მოდულის კლინიკები:

იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
საქალაქო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
სასამართლო მედიაციის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს II მოდულის პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს II მოდულის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კლინიკა);
იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს II მოდულის პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
დანაშაულის პრევენციის ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების  სტუდენტებისთვის);
იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა);
„მარგველაშვილი, რეალ ქონსალტინგის“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა სააპელაციო სასამართლოში (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა  მიმართულების სტუდენტებისთვის);
სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
სასჯელაღსრულების კლინიკა (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბაზაზე, 10 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
ადამიანის უფლებათა კლინიკა სახალხო დამცველის აპარატში (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
იურიდიული ოფისი „გარანტია“-ს  საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
„ნათია წკეპლაძისა და ალექსანდრე იოსელიანის საადვოკატო ბიუროს“ კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების კლინიკა  (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
საკანონმდებლო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
საპარლამენტო კლინიკა (პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ბაზაზე, 10 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
პალიტრა მედია ჰოლდინგის იურიდიული კლინიკა  (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
იურიდიული კომპანია „ცანავა და პარტნიორების“ საადვოკატო კლინიკა  (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
აღსრულების ეროვნული ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
მედიაციის კლინიკა (თსუს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის ბაზაზე) (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
პრობაციის ეროვნული სააგენტოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
საჯარო სამსახურის ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლინიკა  (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);


დაინტერესებულმ ამაგისტრანტებმა განაცხადის  შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ
ელექტრონულ მისამართზე ana.kharaishvili@tsu.ge

იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკით, იურიდიული კომპანია „ცანავა და პარტნიორების“ საადვოკატო კლინიკითა და იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნონ CV.

კლინიკებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი, 14:00 საათი. 
კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით.
გასაუბრებები  ჩატარდება 21 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით. კონკრეტული დროები მოგვიანებით განთავსდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 15


თარიღი: 14/02/2020